Jan 8, 2009

12 აგვისტო

გერმანიიდან თაკო მეხმიანება. გუშინ მიუნხენში საპროტესტო გამოსვლები მოუწყვიათ. უხარია, ჩვენი აქცია რამდენიმე გერმანულმა ტელეარხმა გააშუქაო.

უცხოეთიდან სკაიპით შეტყობინება მომდის: «თუ Gღმერთი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ირჯებიან გუშაგნი», ძალიან გთხოვთ ყველამ ერთად ვილოცოთ მთელი გულით. ლოცვაზე მეტად ვერაფერი გვიშველის. ღმერთი ყოვლისშემძლეა და ლოცვა გადაგვარჩენს. თუ ხვალ, პირველ საათზე, ანუ თბილისის დროით სამ საათზე, მთელი გულით ვილოცებთ, ღმერთი შეისმენს ჩვენს ვედრებას. ვადიდოთ ღმერთი და ვთხოვოთ გადარჩენა. არ დაგვავიწყდეს, ხვალ პირველ საათზე... ეს შეტყობინება ყველას გაუგზავნეთ».

გორი კიდევ ერთხელ დაიბომბა და ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა.

რიკოთის უღელტეხილზეც ჩამოყარეს ბომბებიო, - მატყობინებენ სოფლიდან. მე «ინტერპრესნიუსს» ვუკავშირდები და მომხდარის შესახებ ვამცნობ. ამბობენ, რომ რიკოთის ტყეში იარაღით სავსე სამხედრო მანქანებია გადამალული და რუსი იმას დაეძებს, იმიტომაც ბომბავს ტყეებსო.

აგარაში მიკროავტობუსი აფეთქდა, ხაშურიდან დამირეკეს, ათი კაცი დაიღუპაო.

საქართველოში ჯოჯოხეთი დაატრიალეს რუსებმა. დასავლეთის ქვეყნები კი მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამენ. სულხან-საბას რა გამოუტანია მაგათი აღშფოთება-შეშფოთებიდან, ჩვენ რომ გვარგოს რამე.

No comments:

Post a Comment